სპორტი

ნაომი ოსაკა უიმბლდონზე არ ითამაშებს

იაპონელმა ჩოგბურთელმა ნაომი ოსაკამ გადაწყვიტა, რომ უიმბლდონის ტურნირი გამოტოვოს. ინფორმაციას სპორტსმენის აგენტი სტიუარტ დიუგიდი ავრცელებს.

ოსაკამ ლონდონში წასვლას, ოჯახთან დროის გატარება და დასვენება ამჯობინა.

ამის მიუხედავად, სამშობლოში გამართულ ტოკიოს ოლიმპიადაზე ის მონაწილეობას საკუთარი გულშემატკივრის წინაშე აუცილებლად მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ოსაკამ როლან გაროსზე გამოსვლა შეწყვიტა. მიზეზი კი ის იყო, რომ მას ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე გაცხადებული უარის გამო დისკვალიფიკაცია ელოდა.

ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ოსაკა მედია-ღონისძიებებს გამოტოვებს, -სპორტსმენი სერიოზული სანქციებით დაიტვირთება.

ცნობისთვის, უიმბლდონის ტურნირი სტარტს 2021 წლის 28 ივნისს აიღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button