მნიშვნელოვანირეგიონი

ნაქერალას და გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. რაც შეეხება დანარჩენი სახის ტრანსპორტს, მოძრაობა თავისუფალია – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს.

ამავე უწყებაში თქვეს, რომ ინტენსიური თოვის გამო, ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია ნაქერალას უღელტეხილზეც.

მსგავსი პოსტები

Back to top button