მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბერი დააკავეს

შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს.
გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.