ნარკოდანაშაულისთვის ორი უცხოელი დააკავეს

ერთ კილოზე მეტი თხევადი კოკაინი და ასევე კილოზე მეტი კოკაინის ფხვნილი ამოიღეს სამართალდამცველებმა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი ადამიანი დააკავეს.

ისინი კოლუმბიის და ბრაზილიისს მოქალაქეები არიან.

გამოძიების ინფორამციით, დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალება სან პაულოდან დუბაის გავლით, დუბაი-თბილისის რეისით შემოიტანეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button