მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში ორი პირი დააკავეს იარაღისა და ნარკოტიკების შენახვისათვის

ნარკოტიკული საშუალების შეძენა- შენახვისათვის ლაგოდეხში ორი პირი დააკავეს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 36 წლის ასაკის, წარსულში ნასამართლევი და 37 წლის ასაკის პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 105 ვაზნა, 2 მჭიდი და ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button