მსოფლიოსიახლეები

ნარუჰიტო იაპონიის 126-ე იმპერატორი გახდა

იაპონიის გადამდგარი იმპერატორის აკიჰიტოს უფროსმა ვაჟმა ნარუჰიტომ დღეს სამეფო ტახტი დაიკავა. მისი კორონაციის ცერემონია ცოტა ხნის წინ დასრულდა. ქვეყნის 126-ე იმპერატორმა პირობა დადო, რომ ხალხის ერთობის სიმბოლო იქნება, როგორც ეს, იაპონიის კონსტიტუციის მიხედვით არის განსაზღვრული.

200 წლის მანძილზე, ეს პირველი შემთხვევაა, როცა საიმპერატორო დინასტიის მემკვიდრემ ტახტი იმპერატორის გარდაცვალებამდე დაიკავა. იაპონიის 125-ე იმპერატორმა, აკიჰიტომ ტახტი ოფიციალურად გუშინ, 85 წლის ასაკში დატოვა, რის მიზეზადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა. ამას წინ უძღოდა 2016 წელს, ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა, რომლის საფუძველზეც, იმპერატორს ტახტიდან გადადგომის უფლება მიენიჭა.

მსგავსი პოსტები

Back to top button