კულტურამოზაიკა

Nas-ი ახალ ვიდეორგოლს Everything ავრცელებს [ვიდეო]

ყველასთვის ცნობილი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი, ნასირ ესკობარ ჯოუნსი, იგივე „Nas“ განაგრძობს 2018 წლის ალბომის Nasir პრომოუშენს და მსმენელს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მესამე ვიდეორგოლს სთავაზობს. ლეგენდარულმა რეპერმა ამჯერად სინგლზე Everything გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ხოლო კომპოზიციის პროდიუსერი  მუსიკოსი ქანიე ვესთი გახლავთ.

შეგახსენებთ: Nas-მა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1991 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო, სტუდიური ნამუშევარი სახელწოდებით, Illmatic 1994 წელს გამოვიდა. დღეისთვის ამერიკელი არტისტის შემოქმედება 11 სოლო ალბომს მოიცავს, ასევე, რეპერი ნასი არაერთმა ცნობილმა მუსიკალურმა გამოცემამ ყველა დროის 10 საუკეთესო რეპერს შორისაც დაასახელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button