მოზაიკამსოფლიოსიახლეები

NASA ირმის ნახტომის ახალ ფოტოს აქვეყნებს

NASA-მ ირმის ნახტომის გალაქტიკური ცენტრის ახალი ფოტო გამოაქვეყნა,რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში დაკვირვების შედეგად მიღებული 370 ფოტოსგან შედგება.

ეს მონაცემები სპეციალისტებმა ტელესკოპ „ჩანდრასა“ და რადიოტელესკოპ MeerKAT-ის მუშაობის შედეგად მიიღეს.

„ჩანდრას“ მიერ აღმოჩენილი რენტგენის სხივები სტაფილოსფერი, იისფერი, მწვანე და ლურჯი ფერებით არის გამოყოფილი, MeerKAT-ისგან მიღებული ინფორმაცია კი იასამნისფრითა და ნაცრისფრით. ახალი გამოსახულება გალაქტიკის უფრო დიდ ფართობს მოიცავს, ვიდრე ძველი ფოტოები.

მსგავსი პოსტები

Back to top button