მნიშვნელოვანიმოზაიკასიახლეები

NASA-მ მარსმავალის 100 დღიანი მოგზაურობის ფოტოები გაავრცელა

აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) მარსის ზედაპირზე, როვერ „პერსევერანსის“ მიერ 100 დღის განმავლობაში დაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
აპარატი 18 თებერვლიდან „წითელი პლანეტის“ ზედაპირზე დაეშვა, მან არაერთი გასაოცარი ფოტო გადაიღო დაჯდომის ადგილას, ეზეროს კრატერთან.

„პერსევერანსმა“ დაახლოებით 15 კილომეტრი უნდა გაიაროს მარსული წლის განმავლობაში, რაც დედამიწის დროის მიხედვით 687 დღეს გულისხმობს. მეცნიერების მიზანი კრატერში არსებული ქვებია. მათ იმედი აქვს, რომ ქვებში ძველი მარსული ბიოლოგიური აქტივობის კვალს აღმოაჩენენ.

როგორც ამბობენ, 2026 წელს მარსზე კიდევ ერთი აპარატი გაემგზავრება, რომელიც „პერსევერანსის“ გვერდით 2028 წელს დაჯდება. ის როვერისგან ნიმუშებს აიღებს, მარსის ზედაპირიდან აფრინდება და პლანეტის ორბიტაზე გავა, სადაც მას კიდევ ერთი აპარატი დაელოდება, რომელიც ნიმუშებს დედამიწაზე ჩამოიტანს.

ინფორმაციას BBC ავრცელებს

მსგავსი პოსტები

Back to top button