NASA-მ პლუტონის ახალი დეტალური სურათები გამოაქვეყნა [Photo/video]
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ პლუტონის ახალი – მაღალი გაფართოების სურათები გამოაქვეყნა, რომლებიც პლანეტათაშორისმა ავტომატურმა სადგურმა – New Horizons-მა მიმდინარე წლის ივლისში გადაიღო.
გამოგზავნილი სურათების გარჩევადობა პიქსელზე 77-85 მეტრს შეადგენს. ნეცნიერები ვარაუდობენ, მოცემული გაფართოება მათ პლუტონის გეოლოგიური შემადგენლობის შესწავლაში დაეხმარება.
პლუტონისა და მისი უმსხვილესი თანამგზავრის – ქარონის პირველი ფერადი სურათები New Horizons-მა დედამიწაზე 20 ივნისს გამოგზავნა. მათი ნახვა შესაძლებელია NASA-ს ოფიციალურ საიტზე.