NASA-მ პლუტონის ლურჯი ცის უნიკალური სურათები გამოაქვეყნა

blue_skies_on_pluto-final-2აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) პლუტონის ლურჯი ცის სურათი გამოაქვეყნა, რომელიც კოსმოსურმა აპარატმა – New Horizons გადაიღო.

სურათზე გამოსახული ცისფერი ნისლი – აზოტისა და მეთანის რეაქციის შედეგია, რომელიც მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, ჯუჯა პლანეტის ყინულის საფარიდან ორთქლდება, – გვაცნობებს NASA-ს ოფიციალური საიტი.

სურათზე, რომელიც მეცნიერებმა მიიღეს, შავი კოსმოსის ფონზე, ჯუჯა პლანეტის ირგვლივ, ცისფერი ანარეკლი ჩანს. მკვლევარები თვლიან, რომ თუ ადამიანი პლუტონზე აღმოჩნდება, ლურჯ ცას დაინახავს. ეს ფერი იმას მოწმობს, რომ დედამიწის მსგავსად, პლუტონის ატმოსფეროში ბევრი გაფანტული ნივთიერებაა. დედამიწაზე ამ ნაწილაკების ფუნქციას აზოტი ასრულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button