NASA-მ პლუტონის ზედაპირის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა [Video/Photo]
აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ საკუთარ საიტზე პლუტონის ზედაპირის ამსახველი ვიდეო განათავსა, სადაც ავტომატურ პლანეტათაშორის სადგურ New Horizons-ის გადაფრენაა ასახული.
ანიმაცია, 2015 წლის 14 ივლისს, ინსტრუმენტ LORRI-ს (Long Range Reconnaissance Imager) მიერ გადაღებული ფოტოსურათების კრებულისგან არის დამონტაჟებული. იმ დროს, აპარატი პლუტონს 77 ათასი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა.
ვიდეოზე, პლუტონის მთა „ნორგეის“ თავზე, კოსმოსური ხომალდის გადაფრენაა გამოსახული. მთას სახელი, ნეპალელი შერპა თენცინგ ნორგეის პატივსაცემად დაარქვეს, რომელმაც 1953 წლის 29 მაისს, ედმუნდ ჰილარისთან ერთად, ჰიმალაის უმაღლესი მთა – ევერესტი პირველმა დალაშქრა.
New Horizons პირველი კოსმოსური აპარატია, რომელიც პლუტონისა და მისი თანამგზავრების შესასწავლად საგანგებოდაა შექმნილი. 2006 წელს აპარატი კოსმოსში გაუშვეს. იგი, კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე სწრაფი ობიექტია, რომელიც დედამიწიდან გაიგზავნა.
პლუტონის შემდეგ, New Horizons თავის მისიას გააგრძელებს და კოიპერის სარტყლის სხვა ობიექტების შესწავლას შეუდგება.
New Horizons-ის მისია 2020 წელს დასრულდება.
ედმუნდ ჰილარი და თენცინგ ნორგეი – უნიკალური საარქივო კადრები
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”13245″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]