ნასაკირალში საარჩევნო პროცესი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს
დაბა ნასაკირალში ამ დროისთვის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული .
ადგილზე იმყოფებიან ასევე გურიის გუბერნიის თნამშრომლები , მუნიციპალიტეტის გამგბელი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და პრესსამსახურების წარმომადგენლები, მიმდინარეობს კონტროლი.
როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი და დაბა ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატი ბესო ქათამაძე აცხადებს, ამ კონტროლის გამო,უბანზე ხმების დაცვა ჭირს:
“სერიოზული პრობლემაა, ხმების დაცვა გვიჭირს, უკვე იმდენად დაშინებულია ხალხი”.
ტერიტორიაზე რუსული სანომრე ნიშნებთ შეიმჩნევა მანქანები და ამბობენ, რომ ტერიტორიაზე კანონიერი ქურდებიც იმყოფებიან.