მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნატო ჩხეიძე “სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე გახდა

მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისათვის” პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრი ნატო ჩხეიძე იქნება.

ჩხეიძე დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ, წარადგინა. მაჭუტაძის თქმით, პარტიას ჰყავს ახალი პოლიტიკური საბჭო, რომელმაც თავმჯდომარედ ნატო ჩხეიძე აირჩია.

“ჩვენ გავხდით საპარლამენტო პარტია ქალბატონი ნატოს მეოხებით და ამისთვის, მას დიდი მადლობა.

“დიდი მადლობა მას და მის მეუღლეს, ბატონ ზაზა ოქუაშვილს ასევე იმ დამსახურებისთვის, რაც მათ მიუძღვით ქართული ოპოზიციისა და ქართული დემოკრატიული საზოგადოების წინაშე იმ დიდ საქმეში, რომელსაც ჰქვია ოლიგარქიის დამარცხება და ქართული სახელმწიფოს აღდგენა.” – თქვა ნიკა მაჭუტაძემ.

ნატო ჩხეიძის თქმით, პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატობა კარგია, რადგან გადაწყვეტილებებს სრულიად დამოუკიდებლად იღებ, თუმცა მისივე განმარტებით, პოლიტიკოსისთვის აუცილებელია გუნდის წევრობა.

“სწორედ პოლიტიკური გუნდი ქმნის კარგ და სასიკეთო რეალობას ქვეყანაში. მით უმეტეს, აუცილებელია ოპოზიციური გუნდის წევრობა მაშინ, როდესაც აშკარად ხედავ, რომ ცუდი მთავრობა ცუდად მართავს ქვეყანას და საციცოცხლოდ აუცილებელია ამ ცუდი მთავრობის შეცვლა.” – თქვა ნატო ჩხეიძემ.

ნატო ჩხეიძემ “პატრიოტთა ალიანსის” გუნდი 2018 წლის სექტემბერში დატოვა და ამ დრომდე ის პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button