,,ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია დღეს გახდება ცნობილი

შევა თუ არა მთავარი ოპოზიციური პარტია პარლამენტში, ამის შესახებ განცხადებას პარტიის ლიდერები დღეს გააკეთებენ.
საკითხთან დაკავშირებით მეორე დღეა პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა. საბოლოო გადაწყვეტილებას მოძრაობის წევრები პოლიტსაბჭოზე მიიღებენ.
გუშინ, გამართულ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთიპოლიტიკური ძალაა და შესაბამისად, ის წასვლას არსად არ აპირებს.
პარტიაში ნაწილი ფიქრობს, რომ პარლამენტის ტრიბუნა ნაცმოძრაობამ არ უნდა დაკარგოს.
“მიუხედავად იმისა, რომ ამ ვითარებაში, ამ მეთოდიკასთან, რასაც ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ, დაპირისპირება ძალიან ძნელია, მაინც უნდა ვიბრძოლოთ,” – აცხადებს დავით დარჩიაშვილი.