ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კვლავ თამარ ჟვანიაა

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად მესამე სექტორის ნაწილი პრეზიდენტს საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედ ხელმძღვანელს თამარ ჟვანიას შესთავაზებს.
არასამთავრობოების ნაწილი სალომე ზურაბიშვილს ამ წუთებში სასტუმრო მარიოტში ხვდება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ განაცხადა, თამარ ჟვანია იქნება ერთ-ერთი იმ სამ კანდიდატს შორის, რომელსაც კონსულტაციებზე პრეზიდენტს მესამე სექტორის ნაწილი წარუდგენს.
მოისმინეთ ლადო ბოჟაძის ხმა.
გარდა ამისა, მესამე სექტორის ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ თამარ ჟვანიას გარდა, დასახელებული იქნება იურისტი მარიამ შელეგიაც.
საკუთარ კანდიდატურებს არ დაასახელებენ საია, „საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ.