მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლი დანიშნა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ბრიტანელი პატრიკ ტერნერი დანიშნა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„დარწმუნებული ვარ, ამ მნიშვნელოვან როლში ის გამორჩეული იქნება, რადგან ნატო აგრძელებს უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას,,– განაცხადა სტოლტენბერგმა.
ტერნერი კიევში ალიანსის ოფისს უხელმძღვანელებს და იმოქმედებს, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან ნატო-ს ურთიერთობის კოორდინატორი. ასევე, ნატო-ს ძალისხმევას კოორდინაციას გაუწევს და უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ალიანსს შეფასებებსა და რჩევებს მიაწვდის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ნატო-ში აცხადებენ, ტერნერი კიევში ალიანსის ოფისს უხელმძღვანელებს და იმოქმედებს, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან ნატო-ს ურთიერთობის კოორდინატორი.
პატრიკ ტერნერი კიევში მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეუდგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button