NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ისაუბრა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თავის მოლოდინებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალ, ალიანსის წევრი ქვეყნები დამატებით დახმარებას შემოიღებენ უკრაინასთან მიმართებაში. ასევე სტოლტენბერგმა თქვა, რომ აქვს მოლოდინი ხვალ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უფრო გამკაცრდება და ამ სანქციებს საქართველოც შეუერთდება:
“მაქვს მოლოდინი, რომ ხვალ, ალიანსის წევრი ქვეყნები დამატებით დახმარებას შემოიღებენ, ისეთი როგორიც არის კიბერუსაფრთხოება და მიიღონ ისეთი საშუალებები, როგორიც იქნება – ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული შეტევის საწინააღმდეგო.
პრეზიდენტ პუტინის ინტერვენცია არის წარმოუდგენელი, ხოლო ის, რაც ამ აგრესიამ გამოიწვია ძალიან მძიმე საყურებელია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას დავეხმაროთ, მაგრამ გვაქვს პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ უკრაინის მიღმა არ განვითარდეს ეს კონფლიქტი და რათა, რუსეთსა და NATO-ს შორის არ მოხდეს ეს კონფლიქტი. ეს კიდევ უფრო მეტ სიკვდილსა და დამანგრეველ პროცესებს გამოიწვევს. ასევე მაქვს მოლოდინი, რომ ხვალ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უფრო გამკაცრდება. მათ შორის ჩაერთვება საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა. ევროკავშირთან ერთად მუშაობით, ჩვენ მათ დავეხმარებით, რომ უფრო განამტკიცონ თავიანთი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა,”- აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართული ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ეხმარება. იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა ჩინეთს ჩაერთოს სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ და საჯაროდ დააფიქსიროს მოწოდება – მშვიდობისკენ.
“ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, რომ არ ჩაერთოს ამ კრიზისში. პეკინმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იმ ქვეყნების სუვერენიტეტები. ჩინეთი ეხმარება რუსეთს პოლიტიკური დახმარებით, ისინი ავრცელებენ ტყუილებს და დეზინფორმაციას. ალიანსის ქვეყნები შეშფოთებულები არიან და გამოთქვამენ ეჭვს, რომ შესაძლოა ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებითაც ეხმარებოდეს.
მოვუწოდებთ ალიანსის ქვეყნის ლიდერებს, რომ მოუწოდონ ჩინეთს არ ჩაერთონ ამ პროცესებში. მოვუწოდებთ ჩინეთს, რომ ჩაერთონ რუსეთის მიმართ სანქციებში და ხმამაღლა განაცხადონ მოწოდება მშვიდობის დახმარებით,” – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის ხმა
რუსეთის მხრიდან ბირთვული და ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტისადმი მიმართვისას ისაუბრა. მან ქვეყანას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში ვერც ერთ ადამიანს ვეღარ ექნება უსაფრთხოების განცდა, ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს.
უკრაინის პრეზიდენტმა რადიაციის საფრთხეზეც ისაუბრა, აქვე იაპონიის მთავრობას ჩერნობილის კატასტროფა და სირიაში რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები შეახსენა.
“თქვენ პირველი იყავით აზიაში, ვინც რეალურად მოახდინა ზეწოლა რუსეთზე მშვიდობის აღსადგენად. ვინც დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და მოგიწოდებთ ასე გააგრძელოთ. მოვუწოდებ აზიის ქვეყნების, თქვენი პარტნიორების ერთიან ძალისხმევას სიტუაციის სტაბილიზაციისთვის რომ რუსეთმა შეაჩეროს უკრაინაში სასტიკი შეჭრის ცუნამი.რუსეთთან საჭიროა ვაჭრობაზე ემბარგო.
აუცილებელია კომპანიების გაყვანა რუსული ბაზრიდან, რათა ფული არ წავიდეს რუსეთის ჯარში. უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ წლები დასჭირდება იმ ზიანის ინვესტირებას, რაც მათ მიაყენეს ჩერნობილის მიწას, რადიოაქტიური მასალებისა და რადიოაქტიური მტვრის დამარხვას. უკრაინაში ოთხი ატომური ელექტროსადგურია. ეს არის 15 ბირთვული ერთეული და ყველა მათგანი საფრთხის ქვეშაა.
რუსმა ჯარებმა ტანკებიდან უკვე გაისროლეს ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურისკენ, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდია. შეტაკებებმა დააზიანა ასობით ინდუსტრია, რომელთაგან ბევრი განსაკუთრებით საშიშია. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ უსაფრთხოების ახალი გარანტიები, რათა პრევენციულად და მტკიცედ ვიმოქმედოთ ყოველ ჯერზე, როცა მშვიდობას ემუქრება საფრთხე. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ინსტრუმენტები და გარანტიები, რომლებიც იმუშავებს ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.