მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინას დაპირებული საბრძოლო მანქანების 98 პროცენტზე მეტი უკვე გადასცეს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას დაპირებული საბრძოლო მანქანების 98 პროცენტზე მეტი უკვე გადასცეს.

„საერთო ჯამში, საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწიეს უკრაინას. უკრაინას დაპირებული საბრძოლო მანქანების 98 პროცენტზე მეტი უკვე მიეწოდა. ეს ნიშნავს 1 550-ზე მეტ ჯავშანმანქანას, 230 ტანკი და სხვა აღჭურვილობას, მათ შორის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას. საერთო ჯამში ჩვენ გავწვრთენით და აღვჭურვეთ ცხრა ახალი უკრაინული ჯავშანსატანკო ბრიგადა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, აღნიშნული დახმარება უკრაინას ძლიერ პოზიციაში დააყენებს, რათა გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.

გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერია მტრის 54 თავდასხმა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ბოლო განახლებაში ავრცელებს და წერს, რომ რუსებმა სამი მიმართულებით ათობით თავდასხმა განახორციელეს.

გენშტაბის ცნობით, რუსები ცდილობენ წინსვლას ბახმუტის, ავდიივკას და მარინკას მიმართულებით.

უწყების ინფორმაციით, ქალაქ ბახმუტის შიგნით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. მტერი წარუმატებლად ცდილობს წინსვლას ორიხოვე-ვასილივკასა და ივანივსკის დასახლებების მიმართულებით.

ამასთან განცხადების მიხედვით, ავდიივკას მიმართულებით, მტერი დაწინაურდა თავად ავდიივკას მიდამოებში, ასევე სოფლებში: სევერნე და პერვომაისკე.

მარინკას მიმართულებით რუსებმა შეუტიეს თავად მარინკას მიდამოებს. ხაზგასმულია, რომ აქაც საკმაოდ მაღალია ბრძოლის ინტენსივობა, როგორც ბახმუტში.

გენშტაბის ცნობით, ლიმანსკის და შახტარსკის მიმართულებით გუშინ შედარებით სიმშვიდე იყო, დღემ მტრის აქტიური შეტევითი მოქმედებების გარეშე ჩაიარა. ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსები არ წყვეტენ ფრონტის მთელ ხაზზე დასახლებული პუნქტების დაბომბვას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 27 აპრილამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 188 920
​ტანკი – 3 694
ჯავშანტექნიკა – 7 178
საარტილერიო სისტემა – 2 887
სარაკეტო სისტემა – 542
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 293
თვითმფრინავები – 308
ვერტმფრენი – 294
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 461
საკრუიზო რაკეტები – 911
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 805
გემი/ნავი/კატარღა – 18
​ სპეციალური აღჭურვილობა – 352.

მსგავსი პოსტები

Back to top button