მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები
NATO-ს ნამდვილად სჭირდება საქართველო-იან კელი

ნატო-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი.
„NATO-ს ნამდვილად სჭირდება საქართველო – საქართველო, რომელსაც აქვს პლურალისტური პარლამენტი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულია ორივეს წინაშე. საქართველოს ყველა მეგობარი უნდა უჭერდეს მხარს მათ, ვინც ამის მიღწევას ცდილობს“, – წერს იან კელი ტვიტერზე.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 4 აპრილს გამოეხმაურა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია NATO-ს დაარსების 72 წლისთავს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა სრულად გაიზიაროს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა.