მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ომის დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულები გენოციდად, ხოლო რუსეთში ტერორისტული რეჟიმი კი “რაშიზმად“ ერთხმად აღიარა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტი გმობს „რაშიზმის“ იდეოლოგიას, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საერთაშორისო ტრიბუნალს, სანქციებს, რეპარაციებს, ისევე როგორც, უკრაინისთვის „მარშალის გეგმას“.
ლუქსემბურგში NATO-ს-ს სესიაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც გულისხმობს NATO-ს-ს ქვეყნების პარლამენტარების ერთსულოვან მხარდაჭერას საერთაშორისო ტრიბუნალის საკითხზე, ასევე უკრაინის დახმარებას გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ.

„ლუქსემბურგში, ასამბლეის სესიაზე, ჩვენ ძალიან ძლიერი დეკლარაციის მიღებას მივაღწიეთ, რომელსაც შორს მიმავალი პოლიტიკური შედეგები ექნება“, – განაცხადა ეგორ ჩერნიევმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

ამასთან ერთად, დოკუმენტი რუსეთის დანაშაულებს უკრაინის წინააღმდეგ, აღიარებს როგორც გენოციდსა და გმობს რაშიზმის იდეოლოგიას. დეკლარაცია ასევე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რეპარაციებს და ასევე “მარშალის გეგმას” უკრაინისთვის.

“ლუქსემბურგში ასამბლეის ამ სესიაზე, ჩვენ მოვახერხეთ ძალიან ძლიერი დეკლარაციის იღება, რომელსაც დიდი პოლიტიკური შედეგი ექნება,” – ამბობს ჩერნევი.

გარდა ამისა, ასამბლეამ NATO-ს წევრი ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხს ვილნიუსის შემდეგ სამიტზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button