მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

NATO-ში უკრაინისთვის მომდევნო წელს €40 მილიარდის გადაცემაზე შეთანხმდნენ

აშშ უკრაინისთვის 2,3 მლრდ დოლარზე მეტის გამოყოფას გამოაცხადებს

Reuters-ის ცნობით, NATO-ში უკრაინისთვის მომდევნო წელს €40 მილიარდის გადაცემაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას გამოცემა დასავლელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა წევრ ქვეყნებს თხოვნით მიმართა, შეინარჩუნონ კიევისთვის სტაბილური სამხედრო დახმარების მრავალწლიანი ვალდებულება, როგორც ამას ომის დაწყების შემდეგ აკეთებდნენ. ეს დახმარება წელიწადში 40 მილიარდი ევროა.

გამოცემა მიუთითებს, რომ მიუხედავად თავდაპირველი წინააღმდეგობისა, მოკავშირეებს შორის კონსენსუსი შედგა.

ფინანსური დაპირება უკრაინისთვის განკუთვნილი იმ უფრო ფართო დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელსაც ალიანსის ლიდერები 9-11 ივლისს ვაშინგტონის სამიტზე განიხილავენ.

შეერთებული შტატები მალე გამოაცხადებს უკრაინისთვის 2,3 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარების გამოყოფაზე უსაფრთხოების სფეროსთვის.

ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა სამშაბათს, 2 ივლისს, უკრაინის სამხედრო უწყების ხელმძღვანელთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრაზე.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, კიევის დახმარების მორიგი პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, გადამტაც და საბრძოლო მასალას Patriot-ის კომპლექსებისა და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებისთვის.

როგორც Associated Press-ი აღნიშნავს, ოსტინის განცხადება შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ის ადმინისტრაციის გადამწყვეტ პასუხად კიევის თხოვნაზე, დახმარება აღმოუჩინონ მას დონეცკის ოლქში რუსეთის ჯარებთან დაპირისპირებაში.

გადაწყვეტილება გამოცხადდა ნატოს ვაშინგტონის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე და მაშინ, როცა უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს დასავლეთის ქვეყნების უფრო დიდი სამხედრო მხარდაჭერის მოძიებას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მცდელობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button