მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასიახლეები

ნატო სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანსა და სომხეთს, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ მან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი თავის მნიშვნელოვან ზეგავლენას დაძაბული სიტუაციის დასაწყნარებლად გამოიყენებს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაცია იყო.

„შეშფოთებულები ვართ საომარი მოქმედებების ესკალაციის გამო. ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი და გამონახოს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზა. ველოდები, რომ თურქეთი თავის მნიშვნელოვან ზეგავლენას დაძაბული სიტუაციის დასაწყნარებლად გამოიყენებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ცნობისათვის, იენს სტოლტენბერგისა და მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა დღეს, ნატო-ს გენერალური მდივნის თურქეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმარ

მსგავსი პოსტები

Back to top button