NATO- ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს იწყებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ცივი ომის შემდეგ, ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს იწყებს. როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, NATO-ში განიხილავენ, თუ როგორ შეუძლია აშშ-ის სამხედრო ძალებს ევროპელი მოკავშირეების გაძლიერება რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, თუკი კონფლიქტი გაჩაღდება.
წვრთნებს სახელად Steadfast Defender 2024 (მტკიცე მცველი 2024) ალიანსის 90,000 ჯარისკაცი შეუერთდება.
წვრთნები თებერვალში დაიწყება და მათში ეროვნული და მრავალეროვნული სახმელეთო ძალების გაფრთხილებასა და განლაგებაზე გაკეთდება აქცენტი.
„Steadfast Defender 2024 წარმოაჩენს NATO-ს უნარს, სწრაფად განალაგოს ძალები ჩრდილოეთ ამერიკიდან და ალიანსის სხვა ნაწილებიდან ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად“, – აცხადებენ ალიანსში.
წვრთნები მაისში დასრულდება. Steadfast Defender-ის ჩატარება ჩრდილოეთ ნოერვეგიაში იგეგმება, თუმცა სხვა საწვრთნელო ლოკაციები ასევე მოიცავს ლიეტუვასა და უნგრეთს.
Bild აღნიშნა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები წვრთნებისთვის 12 000 ჯარისკაცს, 3 000 სატრანსპორტო საშუალებასა და 30 თვითმფრინავს გამოყოფენ, დიდი ბრიტანეთი კი – ავიამზიდსა და რამდენიმე F-35 საბრძოლო თვითმფრინავს. ალიანსის მთავარმა მეთაურ კავოლის თქმით, ჯარები NATO-ს მოკავშირე ქვეყნებიდან და შვედეთიდან ჩავლენ.
მსგავსი მასშტაბის წვრთნები უკანასკნელად 1988 წელს ჩატარდა. მასში 125,000 ჯარისკაცი მონაწილეობდა.