ნატოს კვირეული გაიხსნა

თბილისში ნატოს კვირეული გაიხსნა. ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი პრემიერმინისტრმა გახსნა. ფორუმში არა მხოლოდ ოფიციალური პირები, არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებიც იღებენ მონაწილეობას.
ნატოს კვირეული 19 აპრილამდე გაგრძელდება. თბილსსა და რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელიდან ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე საგანგებოდ ჩამოვიდა.
სახელმწიფო მინისტრის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძის თქმით, საინტერესო კვირეული იქნება.
გენერალ მაიორის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები ფაქტობრივად, სრულად თავსებადია ნატოს ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან თუმცა, არ ნიშნავს, რომ რეფორმები დასრულდა.
“ჩვენი სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას” – გიორგი კვირიკაშვილი