“ნაც. მოძრაობა” სტიქიის შედეგებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს
“ნაციონალური მოძრაობის” ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გურამ კაკალაშვილი სტიქიის შედეგებზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს.
ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ ტექნიკას, რომელსაც მდინარეების კალაპოტები უნდა გაეწმინდა კერძo პირების საკარმიდამო ნაკვეთებში ამუშავებდნენ.
კაკალაშვილის თქმით, სანიაღვრე არხების გაწმენდა, რომ დროულად მომხდარიყო, სტიქიის შედეგები ასეთი საგანგაშო არ იქნებოდა.
კაკალაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ლაგოდეხის გამგებელი. კახა ჯამბურიას თქმით, ყოფილი ხელისუფლება წლების განმავლობაში არ ახდენდა მდინარეების კალაპოტების გაწმენდას და დღევანდელი მძიმე შედეგი სწორედ ამის მიზეზია.
ჯამბურია ამბობს, რომ ტექნიკას თავის დროზე პირადი ინტერესებისთვის სწორედ კაკალაშვილი განკარგავდა.
როგორც ცნობილია “ნაციონალური მოძრაობა” კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს თავად დაითვლის. შედეგებს კი ხელისუფლებას წარუდგენს.