მნიშვნელოვანისიახლეები

ნაცების დროს ამინისტია სიკვდილისგან დახსნა იყო ოცნება კი ათავისუფლებს პატიმრებს ვისი უფლებაც დაცულია

ამნისტიის კანონპროექტს წინასაარჩევნო პოლიტიკურ აქტს უწოდებს "ნაციონალური მოძრაობა"

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, საბოლოოდ, საშემოდგომო სესიაზე უნდა დამტკიცდეს. მანამდე, კანონპროექტი, პირველი მოსმენით, დამტკიცებულია. ინიციატივას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე კი არავინ ჰყოლია. განხილვაში მონაწილეობა ოპოზიციის მხოლოდ ნაწილმა მიიღო.
“ნაცმოძრაობის” დროს ამნისტია ნიშნავდა სიკვდილისგან დახსნას, ჯანმრთელობის დაზიანებისა და განადგურებისგან დახსნას, პირდაპირი გაგებით, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით საუბრისას.
“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, დოკუმენტის მიზანია, ევროპული პრაქტიკის მსგავსად, ბალანსი დაცული იყოს.
“ამნისტიის აქტი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ნიშნავს მართლაც პატიმრების, რომელთა უფლებები დაცულია, გათავისუფლებასა და რესოციალიზაციას. “ნაცმოძრაობის” დროს ამნისტია ნიშნავდა სიკვდილისგან დახსნასა და ჯანმრთელობის დაზიანებისა და განადგურებისგან დახსნას, პირდაპირი გაგებით. ჩვენ, ევროპის ქვეყნების მსგავსად, გვინდა, რომ ბალანსი დავიცვათ. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტ პატიმარს შეეხოს, ან გათავისუფლება მთლიანად, ან სასჯელის შემცირება; მეორეს მხრივ, გვინდა, რომ არ დავაზიანოთ ბალანსი, რომ შემდგომ არ მოხდეს კრიმინალის გაზრდა,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ჩვენ დავიცავით, რომ, ერთი მხრივ, ყოფილიყო ჰუმანური პრინციპების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ამნისტიის პროექტზე საუბრისას.
რატი იონათამიშვილის თქმით, პროექტის მიხედვით, ამნისტია 5 000-მდე პატიმარს შეეხება, აქედან 1000 დაუყოვნებლივ გათავისუფლდება.
“ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ დაბალანსებული ამნისტიის პროექტი, რომელიც, ამ რედაქციით, შეეხება 5 000-მდე პატიმარს და მათგან 1000 დატოვებს დაუყოვნებლივ სასჯელაღსრულების სისტემას, დანარჩენი კი – ეტაპობრივად. ასევე, ეხება პრობაციონერებს. ჩვენ დავიცავით, რომ, ერთი მხრივ, ყოფილიყო ჰუმანური პრინციპების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ყველაზე ამორალური და უპასუხისმგებლო საქციელი არის ის, როდესაც პარლამენტი განიხილავს ამნისტიის პროექტს და ცალკეული ადამიანები ცდილობენ, რომ ეს პროცესი გამოიყენონ პოლიტიკურად ან პირადი ინტერესებისთვის,” – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

“ამნისტიის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ამნისტიის საჭიროებაზე საუბრობს. თუმცა, ამბობს, რომ მათი სურვილია, უფრო მეტ მუხლს შეეხოს ამნისტიის კანონი.
“ამნისტია, ზოგადად, სწორია, დიდი ხანია, ამის საჭიროება დგას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს რაც შეიძლება მეტ პატიმარზე გავრცელდეს. მათ შორის იგივე ლოგიკის გავრცელებით, რომელიც თვითონ “ქართულ ოცნებას” აქვს ჩადებული. არ არის თანმიმდევრული კანონპროექტი.” – აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ამნისტიის კანონპროექტს წინასაარჩევნო პოლიტიკურ აქტს უწოდებს “ნაციონალური მოძრაობა”.
“ეს არის პოლიტიკური აქტი მათი პოლიტიკური მიზნებისთვის. ამას აპირებენ რამდენიმე კვირით ადრე არჩევნებამდე, რათა ციხეებიდან გამოვიდნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც მათთან არიან პოლიტიკურად აფილირებული. თუ ამნისტიაა, იყოს საყოველთაო ამნისტია. გამოვიდნენ პოლიტპატიმრებიც, გამოვიდეს მიშა სააკაშვილი. ამის გაკეთება რატომ არ უნდათ? ამისი ეშინიათ?”- აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button