საქართველო

ნაწილობრივ აიკრძალა ერთჯერადი პარკების მოხმარება

საქართველოში დღეიდან პოლიეთილენის პარკების მოხმარება, იმპორტი და წარმოება ნაწილობრივ იზღუდება, 6 თვის შემდეგ კი სრულად აიკრძალება. ამ ეტაპზე აკრძალვა ეხება, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებს.

ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად, ის ბიოდეგრადირებადი, ქაღალდის, მრავალჯერადი გამოყენების პარკებით და ჩანთებით ჩანაცვლდება.

პლასტიკის პარკი, თავისი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე ბიოლოგიურ დეგრადაციას არ ექვემდებარება. ის ერთჯერადად მოხმარებისთანავე, გადაიქცევა ნარჩენად, ხვდება გარემოში და ნიადაგსა და წყალს აბინძურებს.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ერთი ადამიანი 550-ზე მეტ ერთჯერად პარკს იყენებს. თუ ამ მონაცემებს მოსახლეობის რაოდენობაზე გადავამრავლებთ, ერთ წელში 2 მილიარდამდე პოლიეთილენის პარკი ხვდება ბუნებაში, რომლის დაშლას უმცირესი 400 წელი სჭირდება. რეგულაცია მთავრობამ მწვანე ეკონომიკის და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში მიიღო.

რაც შეეხება რეგულაციებს, კანონის დარვევის შემთხვევში მეწარმე 500 ლარით დაჯარიმდება, ასევე მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციაც. განმეორების შემთხვევაში კი საჯარიმო თანხა ორმაგდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button