პოლიტიკარეგიონისიახლეები

“სახელმწიფო იაფი აგროკრედიტის პროგრამაში მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს”

“შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფო იაფი აგროკრედიტის პროგრამაში მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პარტიის გეგმებზე, ლევან დავითაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე ისაუბრა.

“ჩვენ დავიწყეთ იაფი აგროკრედიტის პროგრამა 2013 წელს. ეს იყო ჩვენი დაპირება და შევასრულეთ. შემდეგი ოთხი წლისათვის სახელმწიფო ამ მიმართულებით მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს. დარწმუნებული ვარ, 25 000 მეტ კრედიტს გავცემთ. გათვალისწინებული გვაქვს საგრანტო პროგრამების დაფინანსებებიც, სადაც 40 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განვახორციელებთ. ამ გზით, 100-ზე მეტ გადამამუშავებელ საწარმოს შევქმნით. ასევე შიდა ქართლის რეგიონში, 2021-22 წლებში, ავამუშავებთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას და დავფარავთ 9 ათას ჰექტარ ფართობს. დიდი ხანია, ვმუშაობთ მიწის რეფორმაზე და ესეც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა დავითაშვილმა.

რიგით მეორე პრეზენტაციაზე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის, ტურიზმისა და რეგიონული განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს წარადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button