მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება. ხაბეიშვილის გუნდმა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სამი თანაშემწე თანამდებობიდან მოხსნა. ერთ-ერთი მათგანი, მაია კუკავა, პარტიის მოქმედი მენეჯმენტისგან მუქარაზე საუბრობს და ანა წითლიძის მიმოწერას ასაჯაროებს, რომლითაც ირკვევა, რომ წითლიძე მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს.

მაია კუკავა მიზეზად ნიკა მელიას მხარდაჭერას ასახელებს.

“ჩვენ გავხდით ნიკას გუნდის წევრები და შავსა და თეთრს შორის არჩევანი რომ გავაკეთეთ, ამიტომ მოხდა ჩვენზე შურისძიება,” – აცხადებს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მაია კუკავა.

სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრებს არ სჯერათ იმის, რომ ანა წითლიძე ვინმეს დაემუქრა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ დაპირისპირებას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ პარტიისგან ძალადობრივი პროცესები გასაკვირი აღარ არის.

ასევე, როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დღესაც ებრძვიან და ემუქრებიან ადამიანებს, ვინც განსხვავებულ აზრს გამოხატავს:

“ჩვენ არ გვიკვირს ის, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ძალადობრივი პროცესები არსებობს. ამ ხალხს ძალა როცა ჰქონდა, რა დამართეს ქვეყანას, ეს ყველამ დაინახა. დღეს ძალა არ გააჩნიათ, მაგრამ პირდაპირ აცხადებენ იმას, რომ იქნებიან ზუსტად იმ ძალმომრეობის მომხრეები, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ. დღესაც ებრძვიან და ემუქრებიან ადამიანებს, ვინც განსხვავებულ აზრს გამოხატავს, თავისივე პარტიაშიც კი, რატომ? იმიტომ, რომ ასეთია მათი ბუნება,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, ხაბეიშვილის გუნდმა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სამი თანაშემწე თანამდებობიდან მოხსნა. ერთ-ერთი მათგანი, მაია კუკავა, პარტიის მოქმედი მენეჯმენტისგან მუქარაზე საუბრობს და ანა წითლიძის მიმოწერას ასაჯაროებს, რომლითაც ირკვევა, რომ წითლიძე მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button