მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტში მუშაობას იწყებს

“ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტში მუშაობას იწყებს. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“. ბლოკიდან არჩული დეპუტატები პარლამენტის სხდომაზე დღეს პირველად მივლენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ამ ბლოკში გაერთიანდნენ „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატები“ და „პროგრესი და თავისუფლება“.

ბლოკს, რომელიც 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, პარლამენტისთვის ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საპროტესტო აქციებს მართავდა ხელახალი არჩევნების მოთხოვნით.

“ნაციონალური მოძრაობა” დღემდე უარს ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ „ქართული ოცნების“ და ოპოზიციისთვის შეთავაზებული შეთანხმების ხელმოწერაზე.

პარტიაში აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან დოკუმენტის იმ ნაწილს, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულის ამნისტიას ეხება.

მსგავსი პოსტები

Back to top button