მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნაციონალური მოძრაობა თელავის საოლქო საარჩევნო კომისიას კანონდარღვევაში ადანაშაულებს

თელავის მე 17- ე საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურისათვის სამზადისს კანონდარღვევით იწყებს – განცხადება ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან საოლქო კომისიის წევრმა გააკეთა.

გიორგი შანყულაშვილის ინფორმაციით, შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შემდეგ, კომისიამ საარჩევნო უბნები არ გახსნა.

” საოლქო კომისია უკვე არღვევს კანონს, არ ხსნის უბნებს და მოქალაქეებს საშუალება არ აქვთ, არჩევნების თემაზე დასმულ კითხვებზე პასუხი მიიღონ. უკვე გადასატანი ყუთების ფორმირება უნდა დაიწყოს და დაინტერესებულ ამომრჩეველს არ შეუძლია პროცესში დროულად ჩაერთოს. პირველ ტურში უკვე იყო ასეთი შემთხვევა, როცა 49- ე უბანზე გადასატან ყუთებზე რეგისტრაციაზე ამომრჩევლებს უარი უთხრეს- განაცხადა შანყულაშვილმა.

ფაქტს კანონდარღვევად არ მიიჩნევენ საოლქო – საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რეზო გაიპარაშვილი ამბობს, რომ დილის 11 საათიდან კი ყველა უბანი სრული დატვირთვით იმუშავებს.

” უბნების დიდი უმრავლესობა მუშაობს და ყველას შეუძლია მიმართოს. ნამდვილად იწყება გადასატანი ყუთების ფორმირება და ზოგიერთ უბანს არ ჰქონდა კედლის სია, რის გარეშეც ამ პროცედურას ვერ განახორციელებენ. დილიდან ყველა უბანი იმუშავებს სრული დატვირთვით – განაცხადა გაიპარაშვილმა.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, უბნების დაგვიანებით გახსნის გამო, საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button