„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიიდან ცესკომ 6 პირი ამოიღო

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ცესკო-ს საკრებულოს არჩევნებისთვის წარდგენილი პარტიული სიიდან 6 პირის ამოღების თხოვნით მიმართა.

ცესკო-ს წევრებმა სხდომაზე კენჭი უყარეს აღნიშნულ საკითხს და დააკმაყოფილეს ენმ-ს მოთხოვნა.

“ნაციონალური მოძრაობის” სიიდან ამოიღეს 6 პირი: ქეთი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაჩანიძე, ალექსი თაბუაშვილი, ნიკოლოზ ბაჩილავა, თორნიკე ხუციშვილი და ნინო ბაბუნიძე.

“ნაციონალური მოძრაობიდან” გარიცხვის შესახებ ქეთი ქოჩორაშვილმა გუშინ თავად განაცხადა. მისი განცხადებით, პარტიიდან გარიცხვა ნიკა მელიას გადაწყვეტილებით მოხდა. ქოჩორაშვილის თქმით, ირაკლი აბესაძის ნაცვლად, სიის მიხედვით საკრებულოს წევრი სწორედ ის უნდა გამხდარიყო, თუმცა მელია უარის თქმას აიძულებდა, რადგან საკრებულოში სხვა წევრის შეყვანა სურდა. როგორც ქოჩორაშვილმა განმარტა, ის გარიცხეს პარტიიდან, ამოიღეს სიიდან და შესაბამისად, საკრებულოში ვერ შევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button