“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები კახეთში და შეხვედრაზე მისული გამგებელი
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.
ლიდერები დაზარალებულ სოფლებში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და მოუწოდეს ხელისუფლებას, დროულად მიიღონ სწორი და კონკრეტული გადაწყვეტილებები მათ დასახმარებლად.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა მიხეილ მაჭავარიანმა და აკაკი ბობოხიძემ განაცხადეს, რიგ სოფლებში სტიქიის შედეგად დაზარებულმა მოსახლეობამ მათთან საუბარში უკმაყოფილება გამოთქვა ხელისუფლების გულგრილობის გამო.
ლაგოდეხის სოფლებში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების და მოსახლეობის შეხვედრას ლაგოდეხის გამგებელი, კახა ჯამბურიაც დაესწრო.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”16045″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]