“ნაციონალური მოძრაობის მამხილებელი მუზეუმი გრემში” [Audio]

სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და სულხან მოლაშვილის ფოტოები კახეთში, გრემში კულტურის სახლშია გამოფენილი.

გამოფენის იდეის ავტორი კახელი ბიზნესმენია, რომელიც ირწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალდა. ვალერი შოშიაშვილს სურს, რომ საზოგადოებას შესხენოს ამ პარტიის მმრთველობის პერიოდი. ვალერი შოშიაშვლს მხარს უჭერს და გამოფენის იდეას სრულად იზიარებს მოძრაობა ივერიელების წარმომადგენელი კახეთში ლევან კოჭლოშვილი. ის ნაციონალური მოძრეაობის ე.წ მამხილებელი მუზეუმის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია.

მოუსმიენთ ვალერი შოშიაშვილის და ლევან კოჭლოშვილის ხმას►

სიმბოლური მუზეუმის გახსნას თბილისიდან ჩასული სტუმრებიც დაესწრნენ. ჟურნალისტი ზაზა დავითაია ერთ-ერთია, ვისი ფოტოც ახლადგახნილი საგამოფენო სივრცის კედელზე აღმოჩნდა. ზაზა დავითაიასთან ერთად სტუმართა შორის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ერთ – ერთი დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილიც.

მოუსმიენთ ზაზა დავითაიას და ლადო სადღობელაშვილის ხმას►

მუზუემს კუპტურასთან შედარებით უფრო პოლიტიკასთან აქვს კავშირი – ამ შინაარსის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ღვინიაშვილმა გააკეთა. ოპოზიცია ვალერი შოშიაშვილის გადაწყვეტილებას არჩევნების მეორე ტურს უკავშრებს. ე.წ მუზეუმში მოწყობილ გამოფენას გაემოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლი თელავში, გიორგი ბოტკოველიც.

გიორგი ღვინიაშვილის და გიორგი ბოტკოველის ხმა ►

დამფუძნებლები ახლადგახსნილი მუზეუმის გაფართოებას გეგმავენ და განვითარების კონკრეტულ გეგმებზეც მსჯელობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button