მნიშვნელოვანისიახლეები

“ნაციონალური მოძრაობის” მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში-კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში.

მან “ნაცმოძრაობას” – ომის პარტია უწოდა და ისინი უკრაინაში მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოებაში დაადანაშაულა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის:

“ალბათ, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოებს.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას “ნაციონალური მოძრაობის” სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას და ქართველ ხალხს ომი და მისი გამოუსწორებელი შედეგები აარიდოს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც წამოწყებულია მასშტაბური კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ. ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

მოუსმინეთ ირაკლი კობახიძის ხმას ბრიფინგიდან

მსგავსი პოსტები

Back to top button