„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე და პარტიის წევრი სავარაუდოდ დააკავეს

გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ცხოვრობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის წევრი ბაჩო დოლიძე სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და სავარაუდოდ, დააკავეს.
ირაკლი ეძგვერაძის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ნიკა მელიას განცხადებით, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, ბაჩო დოლიძე და ნიკა მელია დაკავებულები არიან, თუ ისინიუბრალოდ ტერიტორიიდან განარიდეს.
შეგახსენებთ, საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატის ცემის შემდეგ გლდანში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა პოლიციელებთან.
შეგახსენებთ, გლდანში, თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს და მის მეგობრებს რამდენიმე ათეულმა მოძალადემ ხელკეტებითა და ბლაგვი საგნებით სასტიკად სცემა. თავდასხმა მოულოდნელად მოხდა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან, იმ დროს როდესაც საკრებულოს დეპუტატი სხდომის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა.
ნიკა მელიას განცხადებით, დღევანდელ თავდასხმაში ენმ-ის საკრებულოს დეპუტატზე, ის პირები მონაწილეობდნენ, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების დღეს უბნები დაარბიეს.
ქალებს და არასრულწლოვან ბავშვებს შეეხნენ, ეს არის კორცხელი მეხუთე ხარისხში აყვანილი, რაც მოხდა კორცხელში იმაზე გაცილებით მძიმე შემთხვევა იყო – თქვა ნიკა მელიამ დაკავებამდე.
ენმ-ში ამბობენ, რომ 50-მდე პირი დაესხა თავს ეძგვერაძეს. ისინი მომხდარში კალაძისა და გლადნის მაჟორიტარის, კოტე ზარნაძის უახლოეს გარემოცვას ადანაშაულებენ. მათივე თქმით, თავდასხმაში მონაწილეობდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გუჯა შუკაკიძე.
ცოტა ხნის წინ, დაპირისპირებისას დააკავეს თავად ნიკა მელიაც. დაკავებული არიან ენმ-ის სხვა წევრები.