ნაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ნაციონალურმა მოძრაობამ ლაგოდეხში საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ოპოზიციონერ დეპუტატ ევა ლომთაძეს და გამგებელ კახა ჯამბურიას შორის ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლომთაძემ „ჰერეთობის“ დღესასწაულის დაგეგმვაში ჩართვა მოითხოვა.

როგორც რადიო „ჰერეთს“ ევა ლომთაძემ განუცხადა, ის ღონისძიების გამართვას ემხრობა, თუმცა რა სახით გეგმავს ადგილობრივი თვითმმართელობა სახალხო დღესასწაულის აღნიშვნას არ იცის.

ლომთაძე ამბობს, რომ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად მისი გამოცდილება გამოყენებული უნდა იყოს.

ოპოზიციის მხრიდან პროტესტის საფუძველს ვერ ხედავს გამგებელი. კახა ჯამბურიას თქმით, ღონისძიების გამართვის შესახებ საკითხი გუშინ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე იქნა განხილული და შესაბამისად მისი დაგეგმის პროცესში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. წინასწარი ინფორმაციით, ლაგოდეხში „ჰერეთობის“ დღესასწაული 24 ოქტომბერს გაიმართება.

ევა ლომთაძე – კახა ჯამბურია

მსგავსი პოსტები

Back to top button