მნიშვნელოვანისიახლეები

“ნაცრეჟიმის გულაგებისგან განსხვავებით, როცა პატიმრების ადამიანური მოპყრობა არ არსებობდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში აბიტურიენტი მსჯავრდებულები წელსაც ჩაერთნენ,,-აბაშიძე

წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადებით, მსჯავრდებულთათვის აკადემიური განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია.

„ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი”, რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე.

აღსანიშნავია, რომ „ციფრული უნივერსიტეტი” ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) ევროპის მასშტაბით 3 საუკეთესო ინოვაციას შორის დაასახელა. Europris-ის ყოველწლიურ ჯილდოზე ევროპის ქვეყნების 37 პროექტი იყო წარდგენილი“ , – ნათქვამია პენიტენციური სამსახური მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ნაცრეჟიმის გულაგებისგან განსხვავებით, როცა პატიმრების ადამიანური მოპყრობა არ არსებობდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში აბიტურიენტი ბრალდებულები/მსჯავრდებულები წელსაც ჩაერთნენ. ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია. წარმატებები ყველა აბიტურიენტს!“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის თქმით, აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულთათვის აკადემიური განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია. ამ მიზნით სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი “ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში.

“ნაცრეჟიმის გულაგებისგან განსხვავებით, როცა პატიმრების ადამიანური მოპყრობა არ არსებობდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში აბიტურიენტი ბრალდებულები/მსჯავრდებულები წელსაც ჩაერთნენ. ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია. წარმატებები ყველა აბიტურიენტს!

როცა უსამშობლო სუბიექტები ბედავენ და უტიფრად ლაპარაკობენ, ე.წ. პრორუსულ მთავრობაზე, მუდამ უნდა გავახსენოთ “ნაცების” ეპოქის საბჭოთა სტილის სადამსჯელო დილეგებიც.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულთათვის აკადემიური განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია. ამ მიზნით სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი “ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში.
მეტიც, “ციფრული უნივერსიტეტი” ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (EuroPris) ევროპის მასშტაბით 3 საუკეთესო ინოვაციას შორის დაასახელა. Europris-ის ყოველწლიურ ჯილდოზე ევროპის ქვეყნების 37 პროექტი იყო წარდგენილი.“-წერს გია აბაშიძე.
განათლების მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 47 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნის 12 ქალაქში სრულად არის მომზადებული 24 საგამოცდო ცენტრი, რომელიც ყველა ინვენტარით არის აღჭურვილი.

„დარეგისტრირებულია 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი. ქვეყნის 12 ქალაქში სრულად გაშლილი და მომზადებულია 24 საგამოცდო ცენტრი, რომელიც აღჭურვილია ყველა ინვენტარით, გაგრილების სისტემებით და ყველა იმ საშუალებებით, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენმა აბიტურიენტებმა მშვიდ გარემოში გამოავლინონ თავიანთი ცოდნის მაქსიმუმი და მიიღონ უმაღლესი ქულები. მინდა თითოეულ აბიტურიენტს წარმატება ვუსურვო. სრული გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ მათ შეძლონ მშვიდად თავიანთი ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენა, მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო იმ უნივერსიტეტში მოხვედრა, რომელიც არჩეული აქვთ“,-განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

შეგახსენებთ დღეს, 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში, 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.

2024 წლის გამოცდებისათვის სულ 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის:
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.
მასწავლებლის გამოცდისათვის დარეგისტრირებულია 18 900-ზე მეტი აპლიკანტი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-ზე მეტი.

მათივე ცნობით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არის ერთი დაგვიანების შემთხვევა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

2024 წლის გამოცდები ტრადიციულად ორ სესიად ჩატარდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის მსურველები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრობის კანდიდატები 17-18 ივლისს ჩააბარებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button