მსოფლიოსიახლეები

ნავალნის მოწამვლის გამო აშშ მოსკოვს სანქციებით დაემუქრა

შეერთებულმა შტატებმა რუსეთი მკაცრი სანქციების დაკისრების შესახებ გააფრთხილა, თუკი ალექსეი ნავალნიის მოწამვლის საქმეში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობა დადასტურდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სტივენ ბიგანი სერგეი ლავროვს შეხვდა.

მანამდე ევროპელმა ლიდერებმა დაგმეს ნავალნიის მოწამვლის მცდელობა და მოუწოდეს რუსეთის ხელისუფლებას, ჩაატაროს საფუძვლიანი გამოძიება. ევროკავშირის ლიდერები იხსენებენ ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლას, ასევე ბრიტანეთში სერგეი სკრიპალზე მკვლელობის მცდელობას და მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ითხოვენ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, ნავალნის მხარდამჭერების მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოწამვლაში კრემლის და ვლადიმერ პუტინის ბრალდებას „უსაფუძვლო ხმაური” უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ნავალნი ჯერ კიდევ კომაშია. ბერლინის „შარიტეს“ კლინიკაში ჩატარებული კვლევის შემდეგ ექიმებმა წინასწარი ვერსია გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, ნავალნი მოწამლულია.
თავის მხრივ, კრემლში აცხადებენ, რომ დასკვნების გამოტანა გერმანელმა ექიმებმა იჩქარეს, თავად კი ამ ეტაპზე არ აპირებენ გამოძიების დაწყებას ნავალნის შესაძლო მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button