ნავსადგურებში გემების მიღება შეჩერებულია
უამინდობის გამო საქართველოს ნავსადგურებში გემების მიღება ამ დრომდე შეჩერებულია.
აჭარის სანაპიროზე შტორმმა 4 ბალს მიაღწია. ღამით მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურები, თუმცა შტორმს რაიმე სახის ზარალი არ გამოუწვევია. მცირე ზომის გემები ბათუმის იახტკლუბშია გადაყვანილი.
სინოპტიკოსები დღეიდან გამოდარებას ელოდებიან.