მსოფლიოსიახლეები

ნავთობის მოპოვების შემცირების გეგმა

ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების ორგანიზაციის, OPEC-ის წევრებმა, რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა მოხაზეს გეგმა, როგორ უნდა შეამცირონ წარმოება, რის მიზანიც კორონავირუსის პანდემიის გამო შერყეული ნავთობის ბაზრის სტაბილიზებაა.

ქვეყნების ჯგუფი, რომელსაც „OPEC პლუსს“ უწოდებენ, 9 აპრილს შეთანხმდა, რომ მაისსა და ივნისში მოპოვება შეამცირონ მეხუთედით, ანუ დღეში 10 მილიონი ბარელით.

მათი განცხადებით, მოელიან, რომ ფასების ზრდის მიზნით გადადგმულ ამ ნაბიჯს აშშ და სხვა მწარმოებლები შეუერთდებიან.

10 აპრილს მომდევნო მოლაპარაკება იმართება ეკონომიკურად დიდი სახელმწიფოების, „დიდი ოცეულის“ ენერგეტიკის მინისტრებს შორის. ენერგეტიკის მრეწველობის ზოგიერთი ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ დღიური წარმოების მხოლოდ 10 მილიონი ბარელით შემცირება ნავთობის ბაზრის სტაბილიზებისთვის არ იქნება საკმარისი, რადგან იმდენად დიდია გადაჭარბებული მარაგი, რომ საცავები კიდევ კვირების განმავლობაში იქნება სავსე.

„OPEC პლუსი“ მოელის, რომ დღიურად დამატებით 5 მილიონი ბარელით წარმოებას სხვა ქვეყნებიც, მათ შორის, აშშ-ც შეამცირებენ.

აშშ ფასების ზრდის მხრივ თავშეკავებით იქცევა. მწარმოებლები ფიქრობენ, რომ წარმოების იძულებით შემცირებით, დაირღვევა აშშ-ის ანტიმონოპოლიური კანონი.

ნავთობის სხვა მწარმოებლები, ირანი, ლიბია და ვენესუელა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, მაგრამ არ არიან მოვალე, რომ წარმოება შეამცირონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button