სპორტი

NBA-ს დრაფტზე 2 ქართველი გამოდის

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის 2021 წლის დრაფტში მონაწილეობას 2 ქართველი კალათბურთელი მიიღებს.

მას შემდეგ რაც ლიგამ მოთამაშეთა საბოლოოდ სია გამოაქვეყნა, – ოფიციალურად დადასტურდა, რომ სანდრო მამუკელაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი 353 საუკეთესო ახალგაზდა კალათბურთელს შორის მოხვდნენ.

მომავალ დრაფტზე გამომსვლელ 353 მოთამაშიდან 296 სტუდენტური ლიგებიდანაა, 57 კალათბურთელი კი სხვა ჩემპიონატებიდან.

ასოციაციის ინფორმაციით, დრაფტიდან კანდიდატურის მოხსნა 19 ივლისამდეა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მოხვედრის რეალური შანსი აქვს სადრო მამუკელაშვილს. „სეტონ ჰოლის“ 22 წლის ქართველ ფორვარდს დრაფტის მეორე წრის ბოლოსკენ კალათბურთის ექსპერტები არჩევას უწინასწარმეტყველებენ.

NBA-ში მოხვედრა გაუჭირდება „ილინოისის“ ქართველ ლეგიონერს, გიორგი ბეჟანიშვილს. იგი რეგულარულ მატჩებში სასტარტო შემადგელობაში ხშირად არც კი ხვდებოდა ხოლმე. შესაბამისად, სადრაფტო სიებში მას ამ ეტაპზე მაღალი პოზიცია არ უკავია.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს 2021 წლის დრაფტი 29 ივლისს გაიმართება და მასზე ტრადიციულად, 60 კალათბურთელს აირჩევენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button