მნიშვნელოვანისიახლეები

NDI-ის კვლევის მიხედვით საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ NDI-ის 2021 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 27%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 21%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 43 % კი ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ბოლო 10 წელში სიღარიბე გაუარესდა. მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სიღარიბე გაუარესდა.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

გარდა ამისა “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ დაასახელა ის პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. ასეთი გამოკითხულთა 58 პროცენტი იყო. კვლევა 2021 წლის 7-დან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა.

ამ გამოკითხვის შედეგებით, ყველაზე კარგი მაჩვენებელი “ქართულ ოცნებას” აქვს. ყველაზე ახლო მდგომ პარტიად ის გამოკითხულთა 24-მა პროცენტმა დაასახელა. 2,5-ჯერ ნაკლები (9%) შედეგი აქვს ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტია “ნაციონალურ მოძრაობას”. დაბალი მაჩვენებლის გამო NDI-ის სხვა პარტიები შედგებში გამოყოფილი არ აქვს.

“გადაუწყვეტელ” მოქალაქეებს შორის ყველაზე დიდი წილი 18-დან 34 წლამდე ადამიანებზე მოდის. ამ ასაკობრივ ჯგუფში “ქართულ ოცნებას” 18-პროცენტიანი შედეგი აქვს, “ნაციონალურ მოძრაობას” კი 10-პროცენტიანი.

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. კვლევაში ოპოზიციას უფრო დიდი ნეგატიური მაჩვენებელი აქვს.

ოპოზიციისა და მმართველი პარტიის შემთხვევაში ნეგატიური დამოკიდებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 18-დან 34 წლამდე მოქალაქეებზე მოდის.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2021 წლის 7-დან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით გამოიკითხა 2099 ზრდასრული მოქალაქე. კვლევის საშუალო ცდომილება 1,3 პროცენტია.
საველე სამუშაოებს CRRC-საქართველო ატარებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button