მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

NDI: “ქართული ოცნებაა”, მეორე ადგილზე, სამჯერ ნაკლები მონაცემი კი “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, საზოგადოების ყველაზე დიდი ნაწილთან შეხედულებებით ახლოს “ქართული ოცნებაა”, მეორე ადგილზე, სამჯერ ნაკლები მონაცემი კი “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს.

კვლევის შედეგები დღეს, 12 აგვისტოს, არჩევნებამდე თითქმის ორი თვით ადრე გამოქვეყნდა.

შედეგები ასე გამოიყურება:

  • არცერთი პარტია – 51%;
  • ქართული ოცნება – 18%;
  • არ ვიცი – 10%;
  • უარი პასუხზე – 9%;
  • ნაციონალური მოძრაობა – 6%;
  • სხვა პარტიები – 6%.

NDI-ის, მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. მოსახლეობის მხოლოდ 30%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს საქართველოს მოსახლეობის 76% უჭერს, ნატოში – 74%.

11-11% ამბობს, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება მისთვის მიუღებელია.

კვლევის თანახმად, მოქალაქეევი ეროვნული დონის სამ მთავარ საკითხად სამუშაო ადგილებს, სიღარიბესა და ინფლაციას ასახელებს. ამას მოსდევს ტერიტორიული მთლიანობა, პენსიები და განათლება.

კვლევის მიხედვით, მოქალაქეები მთავარ ეკონომიკურ პრობლემად უმუშევრობას, ინფლაციასა და სიღარიბეს ასახელებენ.

კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კიდევ ერთი კვლევის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიხედვით, რომელიც 2 აგვისტოს გამოაქვეყნდა, – 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტარდებოდეს, ყველაზე მეტი მხარდამჭერი სამ პარტიას: “ქართულ ოცნებას”, “ნაციონალურ მოძრაობას” და “საქართველოსთვის” ეყოლებოდათ.

კვლევის მიხედვით, პარტიების რეიტინგები ასეთია (პირველი არჩევანი):

  • ქართული ოცნება – 26%;
  • ნაციონალური მოძრაობა – 14%;
  • საქართველოსთვის (გიორგი გახარიას პარტია) – 9%;
  • ლეიბორისტული პარტია – 3%;
  • გირჩი – მეტი თავისუფლება – 2%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 2%;
  • ლელო – 2%;
  • პატრიოტთა ალიანსი – 2%;
  • მოქალაქეები – 2%;
  • ერი (ლევან ვასაძე) – 1%;
  • ევროპული საქართველო – 1%;
  • ხალხისთვის – 1%;
  • დროა (ელენე ხოშტარია) – 1%;
  • გირჩი – 1%;
  • სხვები – 1%;
  • არ იცის / უარი პასუხზე – 27%.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button