NDI-ს გამოკითხვები
NDI – საზოგადოებრივი კვლევის მორიგ შემთხვევებს აქვეყნებს. გამოკითხულ მოქალაქეთა 48 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა. 37 პროცენტს მიაჩნია, რომ მდგომარეობა უცვლელია, 6 პროცენტის თქმით კი ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა.
NDI-ს კვლევების მიხედვითვე ირკვევა, რომ ყველაზე მთავარ სამ პრობლემად მოსახლეობაში სიღარიბე, უმუშევრობა და ფასების ზრდა სახელდება.
როგორც აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა განაცხადა, პირველად მოხდა, როდესაც კვლევაში ყველაზე პრობლემატურ საკითხთა სამეულში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ვერ მოხვდა.
NDI -ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიად კვლავ “ნაციონალური მოძრაობა” სახელდება.
კვლევა 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 4 ათას 360 რესპონდენტი გამოიკითხა.
NDI -ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ქართული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.