მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“ნებისმიერი ბრალდება ამ შემთხვევაში არის აბსურდული”

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციაში რუსეთი მთავრობის სურვილის შესახებ ნებისმიერი განცხადება აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება. პესკოვის კომენტარს სახელისუფლებო გამოცემა ღია ავრცელებს.

“ამას არანაირად არ შევაფასებ. ერთს ვიტყვი, თუ გახსოვთ, სულ თავიდან ისმოდა ბრალდებები ამ ინციდენტში ლამის რუსეთის მთავრობის ოფიციალურ მონაწილეობასთან დაკავშირებით. და თავიდანვე ჩვენ ვამბობდით, რომ ნებისმიერი ბრალდება ამ შემთხვევაში არის აბსურდული და სიმართლეს არ შეესაბამება.” — განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button