მსოფლიო

ნებრასკაში წყალდიდობაა – დაიტბორა სამხედრო ბაზა

აშშ-ის ნებრასკას შტატში წყალდიდობის გამო სამხედრო ბაზა დაიტბორა. ბაზაზე 200 შენობიდან 60 დაზიანდა. სტიქიის გამო წყლით დაიფარა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის ერთ კილომეტრამდე ნაწილი. ბაზაზე აშშ-ის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის შტაბბინა მდებარეობს.

მდინარე მისურიში წყლის დონის მკვეთრი მატების მიზეზი წვიმის გამო თოვლისა და ყინულის დნობა გახდა. შედეგად, მდინარემ რამდენიმე ადგილზე ჯებირები გაარღვია. ნებრასკას შტატში კაშხლის გარღვევის გამო 500-მდე სახლი განადგურდა. სტიქიის გამო ნებრასკასა და აიოვას შტატებში სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაკარგულად ითვლება. ათასობით ადამიანი ევაკუირებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button