ნეიმარის საიუბილეო გოლი

მსოფლიო 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის სამხრეთ ამერიკის ზონაში ბრაზილიამ სახლში ბოლივია გაანადგურა.
მასპინძლების რიგებში ერთი ბურთი ნეიმარმა გაიტანა, რომელმაც კარიერაში სანაკრებო და საკლუბო დონეზე თავი მესამასედ გამოიჩინა.
24 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე „პენტაკამპეონთა“ შემადგენლობაში უკვე 49 გოლი და ამ მაჩვენებლით მან ლეგენდარულ ზიკოს გაასწრო. ამჟამად, ნეიმარი პელეს (77 გოლი), რონალდოს (62) და რომარიოს (55) ჩამორჩება.
განვლილ მატჩში ერთი ინციდენტიც მოხდა. ერთ-ერთი ეპიზოდში, როდესაც ნეიმარი მეტოქე იასმანი დუკასთვის ფეხებს შორის ბურთი გაძვრენას ცდილობდა, ბოლივიელმა სახეში იდაყვი ჩაარტყა. ნეიმარს სისხლი წამოუვიდა და შესაცვლელი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button