სპორტი

ნეიმარმა კოვიდ-რეგულაციები დაარღვია: 500 კაციანი წვეეულება გამართა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა, მშობლიურ ბრაზილიაში 500 კაციანი სუფრა გაშალა და მეგობრები დაპატიჟა.

ეს იყო მანგარიტაბას მიდამოებში, საკუთარ სახლში გამართული საახალწლო წვეულება, რომელიც 31 დეკემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ინფორმაციის გაჟონვის გამო მხოლოდ რამდენიმე საათს გასტანა.

ნეიმარმა სპეციალური საცეკვაო მოედანი მოაწყო და მუსიკოსთა ჯგუფიც დაიქირავა. იმის გამო, რომ ინფორმაცია გარეთ არ
გასულიყო, ფეხბურთელმა სტუმრებს ტელეფონების გამოყენება აუკრძალა.

პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობა აღშფოთებულია ფეხბურთელის საქციელით. ჯერჯერობით უცნობია დადგენილი წესების დარღვევის გამო დასჯიან თუ არა სპორტსმენს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ უახლოეს შეხვედრას 2021 წლის 6 იანვარს გამართავს. ნეიმარის გუნდი „სენტ-ეტიენს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button